16 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართა ,,რა?“ სად?“ როდის?“ ზონალური თამაში. ერთმანეთს ხვდებოდნენ: ჭალადიდის, ქვემო ქვალონისა და შავღელეს გუნდები. ინტელექტუალურ შეჯიბრში ჟიურიმ გამარჯვებულად ქვემო ქვალონის გუნდი გამოავლინა, რომლსაც ხელმძღავნელობდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია.