16 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართა ზონალური თამაში ,,რა?“ სად?“ როდის?“ . ერთმანეთს ხვდებოდნენ: ჭალადიდის, ქვემო ქვალონისა და შავღელეს გუნდები. ინტელექტუალურ შეჯიბრში ჟიურიმ გამარჯვებულად ქვემო ქვალონის გუნდი გამოავლინა, რომელსაც ხელმძღავნელობდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჟან ნადარაია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევანი ღვინჯილია.