31 აგვისტოს, ქალაქ ხობში, „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
კულტურის სახლის ფოიეში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ახალგაზრდული გუნდების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში გაიმართა.
ხობის ცენტრალურ პარკში სპორტული აქტივობები ჩატარდა ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონიში. გაიმართა ფლეშმობი ახალგაზრდების მონაწილეობით.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანქავთარაძე მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალგაზრდული დღეების“ ღონისძიებების ფარგლებში საღამოს დიჯეი ალექსი დაუკრავს.