ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების ცენტრისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ხატვის წრის აღსაზრდელებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ თანამშრომლებმა ხობელ პატარებთან ერთად ასფალტი ათასფრად მოხატეს. მოსწავლეთა სახლის ფოიეში მოეწყო გამოფენა. ნორჩმა ჟურნალისტებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „დაგვიცავით, გაგვიფრთხილდით, გვასწავლეთ ცხოვრება“,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელებმა. ანიმაციის განვითარების ფონდმა და ფესტივალ ,,ექოთოფუზის" ორგანიზატორმა (დირექტორი ზ. დიასამიძე) ხობელი პატარებისთვის კოსტუმირებული მსვლელობა და ანიმაციური ფილმების ჩვენება მოაწყო.
ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარებს საჩუქრები დაურიგეს.