2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა. თბილისში, ვერეს ხეობაში უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება. 13 ივნისის ტრაგედიას ემსხვერპლნენ ხობელი დები ინდირა და ლიზი ზარანდიები.
დღეს მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს
ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.