ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს.
თერთმეტი წლის წინ, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა – დები ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლნენ. 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას მათთან ერთად, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.