15 ოქტომბერი - ხელების დაბანის მსოფლიო დღეა ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის N2 საბავშვო ბაღში აქცია სახელწოდებით „სუფთა ხელები“ გაიმართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. აღსაზრდელებმა პედაგოგებთან და სტუმრებთან ერთად ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების სწორად დაბანა და აღნიშნეს რომ ხელების დაბანა ინფექციური დაავადებებისაგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.