19 ივნისი მამის საერთაშორისო დღეა. დღესასწაული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მათ შორის 2016 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება, რომლის ინიციატივა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ქართულ ოფისსა და ორგანიზაცია We Care -ს ეკუთვნის.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მამის საერთაშორისო დღე საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად მიულოცა დამსახურებულ ექიმს, უხუცეს ხობელს, ხობის საპატიო მოქალაქეს, მამას და ბაბუას ლუთინი ქავთარაძეს.