ხობის მუნიციპალიტეტში 4 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. ტურნირის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, თანასოფლელები, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შავლეგ ბუკია. უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული ტურნირი ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით. ფინალური შეხვედრა გაიმართება 8 აგვისტოს ხეთის გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე.