2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე არჩეულ იქნა კახა ბუკია.
კახა ბუკია დაიბადა 1966 წლის 27 სექტემბერს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. დამთავრებული აქვს ქ. როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: შპს „აგრომაროილი“-ს მენეჯერად, ტელევიზია „კოლხეთის მოამბე“-ს დირექტორად, შპს „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მენეჯერად, შპს „დაფნა და ციტრუსები“-ს დირექტორად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.