2010 წლის 18 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა გოჩა ქაჯაია.
გოჩა ქაჯაია დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს, ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში. დამთავრებული აქვს ქ. კალინინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: სოფელ საჯიჯაოს საკრებულოს თავმჯდომარედ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.