2010 წლის 24 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს ბიუროს პირველი სხდომა. ბიუროს პირველ შეკრებამდე ახალარჩეულ კომისიათა თავმჯდომარეებს მიცემული ჰქონდათ ვადები კომისიათა შემადგენლობების დასაკომპლექტებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისათვის.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა ჭოხონელიძე მიესალმა ახალარჩეული საკრებულოს ბიუროს წევრებს და უსურვა ერთობლივი ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.
ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებები კომისიების შემადგენლობების დაკომპლექტების შესახებ, რის შემდგომაც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს დაევალა შესაბამისი განკაგულებების პროექტების მომზადება.
მიმდინარე საკითხების განხილვის შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომას გააცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შემოსული განცხადება თანდართული დოკუმენტაციით და განაცხადა, რომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მიღებისათვის საკრებულოს სხდომას წარედგინებოდა იგორ ტყებუჩავას კანდიდატურა.
ბიუროს სხდომაზე განხილული საკითხების შესაბამისად განისაზღვრა საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის სხდომის დღის წესრიგი.