12 აგვისტოს, ხობში გაიმართა საერო-საეკლესიო დღესასწაული „ცოტნეობა“
დღესასწაული დაიწყო ხობის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით, რომელიც აღასრულა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა სამღვდელოებასთან ერთად. მეუფე გრიგოლმა დალოცვის სიგელები გადასცა ხობისა და ფოთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ნოჯიხევის ტყე-პარკში გაიმართა ცონეობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებება.