15 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე ქვემო ქვალონისა და ახალსოფლის საჯარო სკოლებს ესტუმრა და მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს და პედაგოგიურ საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და განაცხადა: „დღეს როცა მთელს საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებულად მიმდინარეობს რეფორმა და სახელმწიფოში ერთ-ერთ პრიორიტეტად არის აღიარებული განათლება, უდიდესია მასწავლებლის როლი. შედეგებზე ორიენტირებულ სწავლებაზეა დამოკიდებული მომავალი თაობის განათლება და პროფესიონალიზმი. თითოეული ჩვენგანის ვალია ,,რეფორმების მხარდაჭერა - ეს განათლებული მომავლის მხარდაჭერაა.“ დასასრულს, წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, რომელნიც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროცესში.