ა.ი.პ. ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ჩაერთო დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის - დზეის-ის ქსელში. დზეის უპირველესად შექმნილია განსაკუთრებით საშიში დაავადებების მონიტორინგისათვის და შემუშავდა TADR პროექტის მოთხოვნის შესაბამისად, თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის /BTRR/ ფარგლებში. მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. დზეის სისტემა შეიქმნა ისეთ ქვეყნებში გამოსაყენებლად, როგორიცაა საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.