2010 წლის 17 ოქტომბერს, დილის 04 საათზე ადიდებული მდინარე რიონი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის 50-ზე მეტ ოჯახს სახლში შეუვარდა. სტიქიური უბედურების შედეგად დახოცილია ფრინველი, განადგურებულია ზამთრის მარაგი. მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენისა და სტიქური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა ,,ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გ. გაწერელიას ხელმძღვანელობით.