23 ოქტომბერს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება ტურნირი ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონების მაია აზარაშვილისა და რობერტ შავლაყაძის პრიზზე მძლეოსნურ კროსში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის, აბაშის, წალენჯიხის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველ ქალაქ ფოთის გუნდები. ტურნირის ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაცია.