საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასა და საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ექსკურსიით იმყოფებოდა ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XII კლასების 50 მოსწავლე. მოსწავლეები შეირჩა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მიღწეული წარმატებების მიხედით. მოსწავლეებმა მოილოცეს სამების საკათედრო ტაძარი და ესტუმრნენ განახლებულ მცხეთას.