2010 წლის 18 ნოემბერს სტარტი აიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპულ მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირმა ბილიარდში მოყვარულთა შორის. ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით და მასში მონაწილეობს ხობის მუნიციპალიტეტის 32 მობილიარდე. შეხვედრები იმართება კინოთეატრ ,,თუთარჩელას” შენობაში, ფინალური შეხვედრა გაიმართება 23 ნოემბერს. ტურნირის ორგანიზატორია საბილიარდო კლუბ ,,ბასას” ხელმძღვანელობა.