ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ნოჯიხევის საჯარო სკოლასა და ნოჯიხევის N2 საბავშვო ბაღში ჩატარდა მონიტორინგი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები მიეცა სკოლისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელებს, ხოლო საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საუბრები პირადი ჰიგიენის, პანდემიური გრიპის, ნარკომანიის, აივ-ინფექციის პროფილაქტიკის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების შესახებ.