2010 წლის 26 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს მიერ გაიხსნა წყლის, ეკოსანიტარიის და განახლებადი ენერგიის რეგიონალური რესურსცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროგაერთიანების მიერ და ითვალისწინებს სასოფლო თემებში დასაქმების და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფას შესაბამისი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით - განახლებადი ენერგიის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, წყლის და ეკოსანიტარიის სფეროში ხელშეწყობას.