27 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ,,ქართული ყველის სახლისა“ და ,,ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით, პროექტ ,,ქართული რძე და რძის პროდუქტები - ტრადიციები და სიახლე“-ს ფარგლებში გაიმართა სიმპოზიუმი ,,ქართული რძე და რძის პროდუქტები“.
ღონისძიების პირველ ნაწილში საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი რძის ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო, სადაც ხობის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი, ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ყველით იყო წარმოდგენილი. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა სამეცნიერო სიმპოზიუმი საქართველოში რძის პროდუქტების წარმოების წარსულსა და პერსპექტივებზე.
პროექტის მიზანია ქართულ ტრადიციულ მეურნეობაში წარმოებული ყველის პოპულარიზაცია და ინვესტორთა დაინტერესება ქართული ყველის წარმოებით.