2010 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ ხობში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა „ინტელექტშოუ-2010” ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო და სამუსიკო სკოლის გუნდებს შორის. ინტელექტშოუში მონაწილეობდა ხუთი გუნდი. გამარჯვებული გახდა გუნდი ,,ცოტნეიდელი“ , ხოლო საუკეთესო მოაზროვნისათვის დაწესებული პრიზი გადაეცა გიორგი ჭიჭინაძეს. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებითა დ აფასიანი საჩუქრებით. ღონისძიება ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.