2010 წლის 17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პატრონაჟით, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ქალაქის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შემოწირულობებიდან და კონცერტიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა 2 ათას 400 ლარი, რომელიც ჩაირიცხება ხობელი ახალგაზრდის აკაკი კორტავას პირად ანგარიშზე, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.