2010 წლის 24 დეკემბერს საახალწლო-საშობაო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა კლასიკური მუსიკის საახალწლო კონცერტი. სკოლის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა შეასრულეს შოპენის, ბრამსის, აზარაშვილის, ლაღიძის ნაწარმოებები. ასევე, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრალურმა დასმა ქართული ზღაპრების კომპილაციით შექმნილი სპექტაკლი „მოიპარეს ნაძვის ხე“ წარმოადგინა.