მიმდინარე წლის 24 დეკემბერს,12 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის.
შეხვედრის მიზანი იყო არასაარჩევნო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობა და აზრთა ურთიერთგაზიარების გზით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქალაქო რეესტრთან ერთად ამომრჩეველთა სიის განახლება-დამუშავებაზე, მისამართების დაზუსტებასა და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე.
შეხვედრის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შემდეგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის 21 იანვარს, 12 საათზე, N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიაში.