27 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე საბავშვო ბაღს ესტუმრნენ საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე და აიპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი მ. წულეისკირი. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს და გადასცეს საახალწლო საჩუქრები, რამაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გაუხალისა პატარებს.
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ყველა სტრუქტურულ ერთეულში შევიდა საახალწლო საჩუქარი, რომლის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 4000 (ოთხიათასი) ლარი და თითოეული ბავშვისთვის დამზადდა სასაჩუქრე პაკეტი.