2010 წლის 29 დეკემბერს საახალწლო-საშობაო ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და კულტურის ცენტის ორგანიზებით ხობის კულტურის სასახლის ფოიეში მოეწყო მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მიერ შესრულებული „საახალწლო იკებანას“ გამოფენა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა საზეიმო კონცერტი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგთა მონაწილეობით.