საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.
ხობის მუნიციპალიტეტიდან პრეზიდენტის მილოცვის ადრესატები არიან: მამუკა ჭოხონელიძე, ნათელა კობახიძე, ნუცა გვასალია, ვაჟა ციკოლია, ხატია ოჩიგავა, ნანა ქვარაია, ხათუნა გერგაია, გულნარა ტაბაღუა, ნინო ცხადაია, ჯუმბერ ალანია, ერეკლე ჟვანია, საშა არჩაია, თამუნა ხუნწარია.
საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა და საჩუქარი პირადად გადასცა საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ჭოხონელიძემ ხათუნა გერგაიას, თამუნა ხუნწარიას და ვაჟა ციკოლიას და აღნიშნა: „თქვენს მონა-მორჩილსაც მერგო ეს პატივი და ეს არ არის მარტო ჩემთვის გამოგზავნილი მილოცვა და საჩუქარი, ეს მილოცვა ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს, რამეთუ მუნიციპალიტეტში წარმატება თუ რამ გვქონია, ეს თქვენი მონდომებით და ერთიანობით იქნა მიღწეული“.