დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანად გარემონტდა შენობის ფასადი, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, გამოიცვალა იატაკი, მოხდა კედლების სრული რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, რომლის სახარჯთააღრიცხვო ღირებულებამ 90 ათასი ლარი შეადგინა.