სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი ხობის მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას ახორციელებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს სოფელ ნიჯიხევის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდება 641 აბონენტს, შეიცვლება 696 ცალი ძველი ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით და გაიბმება დაახლოებით 30 კმ სიგრძის ახალი სადენი.
მიმდინარე წლის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების: პირველი მაისის, პირველი ხორგის, პირველი და მეორე გურიფულის აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.