სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი ხობის მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას ახორციელებს. ამ ეტაპზე დაგეგმილია პროგრამით გათვალისწინებული ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების განხორციელება ხობის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, პირველი ხორგასა და პირველ გურიფულში.