2011წლის 16 თებერვალს დასრულდა 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. გათამაშებაში მონაწილეობდა ქალაქ ხობის 8 გუნდი. ტურნირის გამარჯვებული გახდა ჭყონდიდელის ქუჩის გუნდი. ჩემპიონს გადაეცა დათა ხურცილავას სახელობის თასი და სიგელი. ღონისძიება ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.