12-15 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში ჭაბუკთა შორის. ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა გიორგი ლატარიამ (მწვრთნელი ი. გეთია) საუკეთესო შედეგი აჩვენა, რომელმაც 4 მოგებითა და 3 ყაიმით 1-3 ადგილები გაიყო ფოთელ მოჭადრაკეებთან.