საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში მრავალპროფილიანი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, 15 საწოლიანი საავადმყოფო გახსნა. გახსნის ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზაზა გოროზია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ის კონტრასტი, რასაც ახლა ვხედავთ, დამახასიათებელია მთელი საქართველოსათვის. ყველგან ძველი ბარდება წარსულს და მის ადგილზე ახალი იქმნება. შენობა, რომელსაც დღეს ვხსნით, იხსნება 9 თვით ადრე, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. ეს ერთერთია იმ 140 საავადმყოფოთა შორის, რომლის მშენებლობაც გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საავადმყოფოთა მოდერნიზაციის გეგმით, და რომელიც 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია არა საავადმყოფოების რაოდენობა, არამედ ის, თუ რამდენ ადამიანს მიესვლება მსგავს საავადმყოფოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპული დონისა და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ჯანდაცვის დაწესებულება ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქესათვის იყოს ხელმისაწვდომი - განაცხადა პრეზიდენტმა.