ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრმა”განაახლა მოსწავლეთა მიღების პროცესი. პროფესიული სწავლების ცენტრში სწავლების მსურველებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ სხვადასხვა სასწავლო კურსებზე.
პროფესიული სწავლების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. თექის დამუშავების სასწავლო კურსზე სწავლა უფასოა, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მოსწავლეები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან ცენტრის ბაზაზე.
საკრებულოს მხრიდან ხობის მუნიციპალიტეტში შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით საჭირო და გამოსადეგი პროფესიების შემსწავლელი ჯგუფების გახსნას მაქსიმალურად შეეწყობა ხელი და პროფესიული სწავლების ცენტრს ამ მხრივ სრული თანადგომა ექნება.