2011 წლის 8 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველად შეტანილი იყო 2 საკითხი:
1. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან სესხის აღებასა და „ქ. ხობში თაყაიშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩების რეაბილიტაციის ქვეპროექტის განხორციელების შესახებ“ 2010 წლის 10 ივნისის საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” (მომხსენებელი - ბ. ჯიქია საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე) ;2. განკარგულების პროექტი „შპს „ხობის მოამბეს“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 მაისის N39 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი - მ. ბუკია სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე და სთხოვა დამსწრე საზოგადოებას, დასწრებოდნენ 9 აპრილის მემორიალთან „კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.