22 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილს, მორიგი რუსული აგრესიის შედეგად, დატრიალებული ტრაგედიიდან. საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების სურვილს - ძირშივე მოესპო ქართველი ერის თვითმყოფადობის გამოვლინება - წინ აღუდგა სრულიად საქართველო. ერთიანი ეროვნული სულისკვეთებითა და უპირატესი პატრიოტული მოტივაციით გაერთიანებულმა საქართველოს ყველა მოქალაქემ, ახალგაზრდების სიცოცხლისა და სისხლის ფასად, შეძლო მიეღწია ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის აპრილში აქციების დროს დაღუპული მოქალაქეების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ქალაქ ხობში, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.
ხობის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა გადაიხადა პანაშვიდი 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად.