გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს გენერალურ რეპეტიციას. ხობის მუნიციპალიტეტში 12–დან 15 აპრილის ჩათვლით საცდელ ტესტირებას 8 საგანში გაივლიან ქალაქ ხობის N1, ხეთისა და საჯიჯაოს საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები. გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიზანია ადმინისტრირების მექანიზმების, პროგრამული, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოცდა.