საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას ყველა სასკოლო საგანში.
2010 – 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტურის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდნენ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიკა ჯანჯღავა (ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია) და ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ფიქრია ხუნწარია (რუსული ენა).