გამწვანებისა და დასუფთავების ერთთვიანი ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს ადმინისტრაციული ცენტრების დასუფთავება, ხმელი ხეების მოჭრა-გადაბელვა, ხეების შეთეთრება და ნერგების დარგვა.
სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ნერგების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა საჭირო თანხა.
ღონისძიება ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და შპს „ხობი დასუფთავება და განათება-ს“ ორგანიზებით და მასში ჩართულნი არიან ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა დაწესებულებების მოსამსახურეები.