26 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, მართლმადიდებელი სამყარო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც საქართველოს მფარველად ითვლება. ფოთისა და ხობის ეპარქიაში მოქმედ ტაძრებში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, ერთიანობას.