2011 წლის 29 აპრილს ქალაქ ხობის N1 ბაგა–ბაღში ჩატარდა ღია მეცადინეობა - „რა გვაჩუქა გაზაფხულმა“,რომელიც მიეძღვნა გაზაფხულს და მოიცავდა მათემატიკის, ქართული ენის და ხელოვნების თემატიკას. აღმზრდელთა მიერ ღია მეცადინეობაზე გამოყენებული სწავლების მეთოდები, მიზნად ისახავდა აღსაზრდელთა აქტიურ ჩართვას შემეცნებით - გასართობ თამაშებში და სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.