ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის ორგანიზებით ქალაქ ხობის სამუსიკო სკოლაში გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი მუსიკის ისტორიის თემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის სოლფეჯიოსა და მუსიკის ლიტერატურის ჯგუფის წრის მოსწავლეები. მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული და უცხოური მუსიკის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა გუნდი „ზამბახი“. ვიქტორინა-კონკურსის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.