2011 წლის 17 მაისს ქალაქ ხობის N2 ბაგა–ბაღში პროგრამის - „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ფარგლებში ჩატარდა ღია მეცადინეობა თემაზე - „მეფე თამარი“.აღსაზრდელებმა წარმოადგინეს პედაგოგთა და მშობელთა დახმარებით მოძიებული ისტორიული ფაქტები, ლექსები და ბალადები საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ მეფეებზე, მათ შორის - თამარ მეფეზე. აღმზრდელთა მიერ ღია მეცადინეობაზე გამოყენებული სწავლების მეთოდები მიზნად ისახავდა აღსაზრდელთა აქტიურ ჩართვას შემეცნებით - გასართობ თამაშებში და ქართველი ერის წარსულის შესწავლის მხრივ პირველი ნაბიჯების გადადგმას.