საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში მოვლინებული ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგის ფრენდლი ბრაუნის ინიციატივით, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში გამარჯვების შედეგად მიღებული ფულადი ჯილდოსა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და თავად ბრაუნის ფულადი შემოწირულობით ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლინგაფონის (ინგლისური ენა) კაბინეტი.
ახალშექმნილი ლინგაფონის კაბინეტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, უკეთ დაეუფლონ ინგლისურ ენას.