2011 წლის 20 მაისს ქალაქ ხობში საქართველოს „მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის“ ორგანიზებით გამართულ „მხიარული სტარტების“ფინალური ტურნირის გამარჯვებული ახალი ხიბულის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი კი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ჭოხონელიძის მიერ, გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.