26 მაისს ქალაქ ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი. ღონისძიება ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით.