ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ხიბულა“ ჩაირთო.
შესრულდა ფუნდამეტური სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა 2 ანძა. აღნიშნული ხაზიდან ფოსმაჟორის შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 32 579 აბონენტი და ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრის 1055 აბონენტი. შედეგად აბონენტებს, რომელთაც ელექტროენერგია აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზიდან მიეწოდებოდათ შეექმნათ ორმაგი კვების წყარო, რაც უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის წინაპირობას ქმნის.
ქსელში სისტემატიური სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს აბონენტების ენერგომომარაგების სტაბილურობასა და საიმედოობას.