26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილსა და 8 აგვისტოს საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა მემორიალები.
ქალაქ ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი. სადაც „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სამუსიკო სკოლის პედაგოგთა და აღსაზრდელთა შესრულებით აჟღერდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა კლასიკური მუსიკის ნიმუშები. ღონისძიება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით.